Saturday, April 4, 2015

დღე მეეცხრე

დღე მეცხრე:
მოვისმინეთ ანა წულუკიძის პრეზენტაცია თემაზე "ანიმაცია". მომეწონა იდეა. ვთვლი რომ საინტერესო და აქტუალური საკითხია, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გავლენას ახდენს ანიმაცია მათ აზროვნებაზე და ფსიქიკაზე.

მოვისმინეთ ნინო გოდერძიშვილის პრეზენტაცია თემაზე: " კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე". ვთვლი რომ საინტერესო პროექტია, რომელიც დაეხმარება ბავშვებს ადგილზე თვითონ ნახონ და შეაფასონ ამ ძეგლის მნიშვნელობა.

მოვისმინეთ თამარ გრიგალაშვილის პრეზენტაცია თემაზე: "ონლაინ თამაშები", რომელიც ძალიან აქტუალურს საკითხს ეხება.  მომეწონა ბავშვების ფსიქოლოგთან გასაუბრების იდეა, რომელიც დაეხმარება მათ თამაშების უარყოფითი გავლენის გააზრებაში.

მოვისმინეთ ნონა   სუხიშვილის პრეზენტაცია თემაზე "პროცენტები". ვთვლი რომ იდეა საინტერესო და აქტუალუერია.

მოვისმინეთ ია იაშაღაშვილის პრეზენტაცია თემაზე:" წელიწადის დროები". თემა ვფიქრობ რომ საინტერესოა, რომელიც დაეხმარება მათ ინგლისური ენის დხვეწაში.

მოვისმინეთ ნათია ხელაშვილის პრეზენტაცია თემაზე: "ნათლობა". ვთვლი ,რომ თემა საინტერესოა, რომელიც  დაეხმაერება ბავშვებს ქართული და რუსული ნათლობის საერთო და განმასხვავებელი წესების გაგებაში.

მოვისმინეთ ლანა ლომიძის პრეზენტაცია თემაზე: "პროცენტების სამყაროში". თემა საინტერესო და აქტუალურია. მისი უკეთ გაგება კი დაეხმარებათ მოსწავლეებს საკუთარი ფინანსების გონივრულ განკარგვაში.

მოვისმინეთ ირმა ქერეჭაშვილის პრეზენტაცია თემაზე:"კოროზია". ეს პროექტი ძალიან საინტერესოა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს განსაზღვრონ  ყოველდღიურ ცხოვრებაში კოროზიის მნიშვნელობა და დაიცვან საკუთარი ნივთები მავნე ზეგავლენისგან.

მოვისმინეთ ია გუდავაშვილის პრეზენტაცია თემაზე: "ჯანსაღი კვება". ეს საკითხი დაეხმარებათ ბავშვებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობის განსაზღვრაში.

მოვისმინეთ თინათინ კობიაშვილის პრეზენტაცია თემაზე:"თანამედროვე ტექნოლოგიები". თემა ძალიან აქტუალურია, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვებს უკეთ გაეცნონ ტექნიკურ მიღწევებს.


მოვისმინეთ გაიანე ოსიპოვის პრეზენტაცია თემაზე: "რუსული და ქართული გვარები წარმოშობილი ცხოველთა და ფრინველთა სახელებიდან". ვთვლი რომ თემა საინტერესო და სახალისოა, რომელიც გამოიწვევს ბავშვების დაინტერესებას და გაუმდიდრებთ რუსული ენის ლექსიკურ მარაგს.




No comments:

Post a Comment